მსოფლიოში სულ უფრო აქტუალურად განიხილავენ „უთოვლო ზამთრისაგან“ გამოწვეულ შესაძლო შედეგებს. მოსაზრება ბევრია - პესიმისტურიც და ოპტიმისტურიც, თუმცა ერთ-ერთი მათგანი, ალბათ, ორიგინალურის სტატუსს უფრო იმსახურებს - ფინელი მეცნიერების აზრით, „უთოვლო ზამთარი“ გამოიწვევს კოღოების გაქრობას (რაოდენობის შემცირებას). მათი აზრით, აღნიშნულს განაპირობებს კოღოებისათვის ბუნებრივი გარემოს არარსებობა - უთოვლობის პირობებში არ იარსებებენ ნესტიანი ადგილები გაზაფხულზე, რაც კოღოების გამრავლებას მნიშვნელოვნად შეამცირებს. რა სარგებლობა მოაქვს კოღოს? - იგი ფრინველთა გარკვეული სახეობისათვის საყვარელი საკვებია - ასე ფიქრობს მეცნიერთა ნაწილი...
