აღნიშნული აუცილებლობა განპირობებულია სფეროში არსებული რამოდენიმე სახის სააღრიცხვო და საანგარიშო ფორმის არაერთგვაროვანი სირთულითა და რაოდენობით. ევროკავშირი ამზადებს შესწორებებსა და დამატებებს, რომლის მიხედვითაც კომპანიებს მოუწევთ დეტალურად ახსნან მათი საქმიანობიდან გარემოზე ზემოქმედებისა შედეგი კლიმატური ცვლილების ჭრილში. შედეგად - უფრო აქტიური მხარდაჭერა „მწვანე“ კომპანიებს მთელ მსოფლიოში. აღსანიშნავია, რომ რამოდენიმე ევროპული კომპანია უკვე გამოეხმაურა აღნიშნულ ინიციატივას მხარდამჭერი განცხადებებით და გამოთქვა მზაობა თანამშრომლობისათვის.
